სალომე ძნელაძე
„ზნეობრივი
ორიენტირი“
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარ ხასიათში
ზნეობა განურჩევლად ერისა, რასისა თუ რელიგიისა. ის პირდაპირ კავშირშია სინდისთან და
შესაბამისად ზნეობა სულის თვისებაა. ზნეობრიობა ადამიანს ეხმარება ცხოვრების მიზნის
მიგნებაში, როდესაც ადამიანი ცდილობს ებრძოლოს
სიბოროტეს, სწამს ღმერთი, აქვს სუფთა სინდისი, აი ეს არის ჯანსაღი ზნეობრივი მდგომარეობა. ზნეობრივი განვითარება ძნელია, როცა
ადამიანები მხოლოდ ფულზე, კარიერაზე და მატერიალურ მდგომარეობაზე ფიქრობენ. სწორი ორიენტირების
ჩამოყალიბებაში კი უდიდესი მნიშვნელობა სწორედ განათლებას, რწმენას და სულიერებას ენიჭება.
ვაჟას კაი
ყმა არის ის ვინც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის, ვისი ბრძოლაც სამართლიანია, ვინც
მუდმივად ამარცხებს თავის თავში სადიაცეს და არ ემცნევა ტკივილი. კაი ყმისა და სადიაცის
ჩანასახი ყოველ ცალკეულ ადამიანში არსებობს, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა. ნამდვილი
ვაჟკაცი არ საუბრობს საკუთარ გმირობებზე, არამედ
თავმდაბალია, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელის მოსახვეჭად, რომ მისი სახელი
სამომავლოდ დარჩეს შთამომავლებს.
ვაჟას აზრით ჭეშმარიტი ვაჟკაცი უნდა იყოს: ჭეშმარიტი
მეომარი, ბრძენი მრჩეველი, სიმართლის მცველი, ნუგეშის მცემელი, შეუდრეკელი, უანგარო
და სახელის დამფასებელი.
ზნეობრივი გმირი
ზნეობრივი გმირიარი გამორჩეული ადამიანია, რომელსაც
გააჩნია განსაკუთრებული თვისებები, ზნეობრივი გმირი უნდა იყოს სამართლიანი, ერთგული,
თავმდაბალი, მას არ უნდა ეშინოდეს სიკვდილის და ტკივილს მალავდეს. ზნეობრივი გმირი
ჩვენ დროში ცოტაა. ზნეობივ გმირს უკავშირდება ვაჟას ლექსი ‘კაი ყმა’ სადაც ლაპარაკია
მთაში აღზრდილის, ნამდვილის ვაჟკაცის თვისებებზე. ვაჟა-ფშაველა ფიქრობს რომ ნამდვილი
ვაჟკაცი და მისაბძი მაგალითი უნდა იყოს: უშიშარი მეომარი, ბრძენი მრჩეველი, სიმართლის
მცველი, ნუგეშისმცემელი, შეუდრეკელი და უანგარო.
ნოდარ სამადბეგიშვილი
ნოდარ სამადბეგიშვილი
გთხოვთ დამეხმარეთ.არის თუარა შუშანიკი ზნეობრივი გმირი? და რატომ?
ReplyDelete