Sunday, November 17, 2013

ტრენინგი პროექტებით სწავლება ჩატარდა 122-ე სკოლაში
 ტრენერი მანანა კვინიკაძე
გაგრძელდა ხუთი კვირა 19 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე.
მასწავლებელთა სახლის ორგანიზებით.
ტრენინგის მეცხრე დღე!
საოცარი განცდაა, პირველ რიგში, მომავალ შაბათ- კვირას მეღირსება დილის ძილი!!!!
ეს დღე ძირითადად პროექტების პრეზენტაციები იყო.
ბევრი კარგი პროექტი მოვისმინე, გოგონებმა კარგად იმუშავეს.
მართალი გითხრათ, არც მე დავრჩი უკმაყოფილო ჩემი ნამუშევრით,თანაც ჩემი ბავშვები იმდენად აქტიურად ჩაებნენ პროექტის განხორციელებაში, რომ ჩემი წვალება ამად ღირდა.
    არ შემიძლია,  ტრენერზე არ  ვთქვა ორი სიტყვა: ძალიან მაგარი ხარ მანანა!!!  <3
მადლობას გიხდი ყველაფრისთვის,ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე!!!
ტრენინგის მერვე დღე!
ამ დღეს ინფორმაციას ვაწესრიგებდით,შესწავლილ მასალას ვახარისხებდით
 შევქმენით ფასილიტაციის მასალები.
ძალიან დავიღალეთ, მანანამ ამოსუნთქვის საშუალება არ მოგვცა!!! :)

Sunday, November 10, 2013

ტრენინგის მეშვიდე დღე!
ვფიქრობ, ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო!
განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებათა დადგენისათვის შექმნილი პრეზენტაცია.
გავეცანით რეკომენდაციებს მასწავლებელტათვის.
შევქმენით კითხვარი და ავტვირთეთ  გუგლ დოკუმენტებში

Saturday, November 9, 2013

ტრენინგის მეექვსე დღე!
 შევქმენით მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკა.
ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა.
უკუკავშირის გაკეთება, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.

Sunday, November 3, 2013

ტრენინგის მეხუთე დღე
ვისწავლეთ შეფასებების შეჯამება
ციტირებული დოკუმენტი ანუ გამოყენებული ლიტერატურული წყაროების მინიშნება ჩვენს მასალაში.
წყაროს მონიშვნა და ჩასმა
შევქმენით მოსწავლის სლაიდ შოუ.

Saturday, November 2, 2013

ტრენინგის მეოთხე დღე
ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩოს შექმნა
განვიხილეთ კითხვები: ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.
შევქმნით ნასწავლი მასალის სლაიდ შოუ, ჩავაშენეთ ბლოგზე. 

Friday, November 1, 2013

ტრენინგის მესამე დღე
განვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.  დავამუშავეთ კითხვის დასმის სპეციფიკა, ვიმუშავეთ სხვადასხვა თემაზე.
 ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი.

Sunday, October 20, 2013

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგი უფრო საინტერესო და დატვირტული გახდა, მივიღე უამრავი ინფორმაცია, მოვისმინე კოლეგების პროექტების მონახაზები და მათი იდეები.
შევავსეთ პროექტის შაბლონი, სასწავლო მიზნების ცხრილი.
 გაეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, პროექტის აგების სტრუქტურას,ისე რომ სასწავლო პროცესი ორიენტირებული იყოს მოსწავლეზე.
       გავეცანი პროექტის მიმდინარეობის პროცესში აუცილებელი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების შექმნის სტრუქტურას.
        

Saturday, October 19, 2013

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგი სახელწოდებით  "პროექტებით სწავლება":

გავეცანი პროექტის არსს, მისი გამოყენების აუცილებლობას სასწავლო პროცესში.
პროექტის შექმნის მიზანს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
   პორტფოლიოს შექმნის სპეციფიკას და მისი წარმოების აუცილებლობას.
ვისწავლე ახალი საქაღალდეს შექმნა,სახელის დარქმევა,ფოსტაზე გაგზავნა.