Thursday, September 17, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა

გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული რუბრიკა მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების შექმნისა და ცვლილებისას, ერთი თემის განვითარების პროცესში.

4
3
2
1
ზოგადი შეკითხვები (EQ) ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას.
ზოგადი შეკითხვა აზროვნების წამახალისებელი შეკითხვაა, რომელიც სხვადასხვა საგანს ან ერთი საგნის ქვეშ შესწავლილ რამდენიმე თემას აერთიანებს.
არსებითი შეკითხვა ზოგად იდეას ეხება, რომელიც  სხვადასხვა საგანს ან ერთი საგნის ქვეშ შესწავლილ რამდენიმე თემას აერთიანებს.
ჩემი შეკითხვა თემი ძირითად ცნებებს ფარავს, და არა ფართო იდეას.
ჩემი არსებითი შეკითხვა თავის შინაარსს ფარავს.
თემატური შეკითხვები (UQs) ხელს უწყობს სასწავლო მიზნებს.
ჩემი თემატური შეკითხვები ღია ფორმატისაა, მკაფიოდ უკავშირდება ამოცანებს, მოსწავლეებისგან მოითხოვს მაღალი დონის სააზროვნო  უნარ-ჩვევების გამოყენებას, რათა თემის შემეცნებითი აღქმა ჩამოუყალიბდეთ.
ჩემი თემატური შეკითხვები ღია ფორმატისაა, უკავშირდება ამოცანებს, მოსწავლეებისგან ითხოვს აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების გამოყენებას, რათა თემის შემეცნებითი აღქმა ჩამოუყალიბდეთ.
ჩემი თემატური შეკითხვები ღია ფორმატისაა, თუმცა არ უკავშირდება ამოცანებს, მოსწავლეებისგან ითხოვს აზროვნების მაღალი დონის ზედა ან თემიდან აღებულ კონკრეტულ ცნებებს.
ჩემს თემატურ შეკითხვებს აქვს წინასწარ განსაზღვრული პასუხები და იმდენად ზოგადია, რომ მიმდინარე თემის ფოკუსს სცდება.

შინაარსობრივი შეკითხვები (CQs) ამოწმებს ფაქტობრივ ცოდნას.
ჩემი შინაარსობრივი შეკითხვები ყურადღებას ამახვილებს ძირითად ცნებებზე, რათა ხელი შეუწყოს ფაქტობრივი ცოდნის განვითარებას. მათ ვიწრო და განსაზღვრული პასუხები აქვთ.
ჩემი შინაარსობრივი შეკითხვები ხელს უწყობს ფაქტობრივი ცოდნის განვითარებას. მოითხოვს ვიწრო და განსაზღვრულ პასუხს.
ზოგიერთი ჩემი შინაარსობრივი შეკითხვა ხელს უწყობს ფაქტობრივი ცოდნის განვითარებას.
ჩემი შინაარსობრივი შეკითხვები ვერ უწყობს ხელს ფაქტობრივი ცოდნის განვითარებას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (CFQs) აკავშირებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს.
ჩემი მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები მოითხოვს მოსწავლეებისგან, გამოიყენონ ინფორმაცია შინაარსობრივი შეკითხვებიდან, რათა დეტალურად უპასუხონ თემატურ შეკითხვებს, შემოქმედებითად და კრიტიკულად იფიქრონ მთავარ შეკითხვაზე.
ჩემი მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები მოითხოვს მოსწავლეებისგან, გამოიყენონ ინფორმაცია, შინაარსობრივი შეკითხვები, რათა უპასუხონ თემატურ შეკითხვებს,  და კრიტიკულად იფიქრონ მთავარ შეკითხვაზე.
ჩემი მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები ზოგჯერ მოითხოვს მოსწავლეებისგან, გამოიყენონ ინფორმაცია შინაარსობრივი შეკითხვებითან, რათა უპასუხონ თემატურ შეკითხვებს, და კრიტიკულად იფიქრონ მთავარ შეკითხვაზე.
ჩემი მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები იშვიათად თუ  მოითხოვს მოსწავლეებისგან, გამოიყენონ ინფორმაცია შინაარსობრივი შეკითხვებიდან, რათა უპასუხონ თემატურ შეკითხვებ და კრიტიკულად იფიქრონ მთავარ  შეკითხვაზე.

ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2011 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო 

Sunday, November 17, 2013

ტრენინგი პროექტებით სწავლება ჩატარდა 122-ე სკოლაში
 ტრენერი მანანა კვინიკაძე
გაგრძელდა ხუთი კვირა 19 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე.
მასწავლებელთა სახლის ორგანიზებით.
ტრენინგის მეცხრე დღე!
საოცარი განცდაა, პირველ რიგში, მომავალ შაბათ- კვირას მეღირსება დილის ძილი!!!!
ეს დღე ძირითადად პროექტების პრეზენტაციები იყო.
ბევრი კარგი პროექტი მოვისმინე, გოგონებმა კარგად იმუშავეს.
მართალი გითხრათ, არც მე დავრჩი უკმაყოფილო ჩემი ნამუშევრით,თანაც ჩემი ბავშვები იმდენად აქტიურად ჩაებნენ პროექტის განხორციელებაში, რომ ჩემი წვალება ამად ღირდა.
    არ შემიძლია,  ტრენერზე არ  ვთქვა ორი სიტყვა: ძალიან მაგარი ხარ მანანა!!!  <3
მადლობას გიხდი ყველაფრისთვის,ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე!!!
ტრენინგის მერვე დღე!
ამ დღეს ინფორმაციას ვაწესრიგებდით,შესწავლილ მასალას ვახარისხებდით
 შევქმენით ფასილიტაციის მასალები.
ძალიან დავიღალეთ, მანანამ ამოსუნთქვის საშუალება არ მოგვცა!!! :)

Sunday, November 10, 2013

ტრენინგის მეშვიდე დღე!
ვფიქრობ, ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო!
განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებათა დადგენისათვის შექმნილი პრეზენტაცია.
გავეცანით რეკომენდაციებს მასწავლებელტათვის.
შევქმენით კითხვარი და ავტვირთეთ  გუგლ დოკუმენტებში

Saturday, November 9, 2013

ტრენინგის მეექვსე დღე!
 შევქმენით მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკა.
ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა.
უკუკავშირის გაკეთება, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.